LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამიამ პარკი გამომგლიჯა, მაჯანჯღარებდა – დაპირისპირება კახათში

881
jsgf

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, 95-ე საუბნო საარჩევნო კომისიასთან,  რუსთავის 2-ის  გენერალურ დირექტორი და “ქართული ოცნების” დამკვირვებელი ქეთევან სორდია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ქეთევან სორდიამ ნიკა გვარამიას სამეგრელოს შემარცხვენელი უწოდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორმა სორდიას ჰკითხა, თუ რას წარმოადგენდა.

მას შემდეგ, რაც სორდიამ კითხვაზე არ უპასუხა, ნიკა გვარამიამ მას ყელიდან დამკვირვებლის ბეიჯი ჩამოგლიჯა, ხელიდან პარკი გააგდებინა და “ქართული ოცნების” მოსყიდული უწოდა.

,,პარკი გამომგლიჯა, მუხლებით დამაგდო,მაჯანჯღარებდა. რა უნდოდა ვერ გავიგე.მედავებოდა პარკში სიები გაქვსო, არადა ფეხსაცმელები მქონდა“, – აცხადებს იმედთან საუბარში სორდია.

მანვე ჟურნალისტებთან განმარტა, რომ პარკში, რომელშიც “გვარამიას ქვები ეგონა, გამოსაცვლელი ჩუსტები იდო”.

უბანი გვარამიამ გინების ფონზე დატოვა. ქალი ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები