LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია: თვის ბოლომდე საქმეს ბოლომდე მივიყვანთ…პოლიცია წიქარასავით სავარცხლებს გვიგდებს

297
BeFunky-collage (3)

ვფიქრობთ, რომ თვის ბოლომდე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა.

გვარამია ამბობს, რომ თავის გუნდთან ერთად იძიებს არა შაქარაშვილის მკვლელობას, არამედ იმას, თუ ვინ “ფარცხავს” საქმეს.

მისივე თქმით, ცხადია განაჩენს ვერ დაადგენს, თუმცა ამბობს, რომ შაქარაშვილის საქმეში “მთავარი არხის” ჟურნალისტურ გამოძიებას პროკურატურა ფეხდაფეხ მიჰყვება.

“ბოლომდე ჩვენ ვერ მივიყვანთ და განაჩენს ვერ დავადგენთ ცხადია. ვეცდებით, რომ ყველანაირად დავეხმაროთ გამოიძებას, რომელიც, სხვათაშორის, ფეხდაფეხ მოგვყვება, პროკურატურის ნაწილში ვგულისხმობ და პოლიცია ზოგჯერ წიქარასავით სავარცხლებს გვიგდებს.

ხან გიორგობიანს შემოგვწირავს, ხან ბალახებს გადაწვავს, ხან ნიახურზე მოგვიყვება, რომ რაღაც სხვას მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ გენერალური ხაზი, საითაც მივდივართ, არ გვეკარგება და საბოლოოდ გარდამტეხი აღმოჩნდა ექსპერტიზის დასკვნა, – ამბობს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებისთვის, ვადა ერთი თვით გაიზარდა.

ორშაბათს ყველა სრულწლოვანი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასთან დაკავშირებით, მცხეთის სასამართლო იმსჯელებს. ხოლო არასრულწლოვნების წინასასამართლო პროცესი, გეგმის მიხვდით 31 ივლისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები