LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია შემდეგი შენ იქნები… ბრძოლა გრძელდება – უგულავა განყოფილებაში წავიდა

413
gvobob

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგი უგულავა, ორთაჭალის პოლიციის გამყოფილებაში წავიდა. პოლიციის განყოფილებაში უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდება. თბილისის ყოფილ მერს პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს.

გიგი უგულავა დამნაშავედ ცნეს – ყოფილ მერს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

“განსხვავებული აზრის ადამიანს დაიჭერ? მერე განსხვავებული ორიენტაციისას, განსხვავებული რასისას, ასე იზღუდება ის სივრცე, რასაც სახელმწიფო უნდა აძლევდეს მოქალაქეს. ეს არის თავისუფლება, განვითარება, პერსპექტივა. აი, ეს ჩაახშო ივანიშვილმა,”- განაცხადა საპატიმრო დაწესებულებაში მიმავალ გზაზე “მთავარ არხთან” ინტერვიუში უგულავამ და ამასთან, დასძინა, რომ “ბრძოლა გრძელდება, მანამ, სანამ შავ ჭირს არ მოვიშორებთ.”

„მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მას ცხვენია, ვინაიდან ციხეში არ არის.

„შემდეგი შენ იქნები, თუ ეს დაგამშვიდებს!“ – უპასუხა უგულავამ.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებებს წყვეტენ და პროტესტის რეჟიმზე გადადიან.

პიკეტი და მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმება – ოპოზიცია სამოქმედო გეგმებზე საუბრობს

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები წყდება: “აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე”

უგულავას ყოფილი ცოლი: კიდევ ერთხელ გაუძელი,იქიდან ათასჯერ უფრო ძლიერი დაუბრუნები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები