ეს ადამიანი ყველაფერია, საქართველოს მოკავშირის და გულშემატკივრის გარდა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის ინტერვიუს, რომელშიც ის 20-21 ივნისის მოვლენებსა და მას შემდეგ განვითარებულ პროცესებს აფასებს.
ჰუმბერტ ქნირში აღნიშნავს, რომ „ასეთ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალია, წინ ვიყუროთ და სიტუაცია არ გავართულოთ ერთმანეთის მიმართ ძალიან მკაცრი მოქმედებებით“.
" ასევე როგორი დამოკიდებულება აქვთ რუსული კულტურის, მაგალითად ფილმების, წიგნების, ლიტერატურის მიმართ"
გერმანიის ელჩი: არ უნდა შეიცვალოს ქართველების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ
„დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერია, საქართველოს მოკავშირის და გულშემატკივრის გარდა. ეს ტექსტი, თუ ის მართლა მისია, არის აბსოლუტური სირცხვილი და საქართველოს ფუნდამენტური ინტერესების მინიმუმ არცოდნა“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქში“.
ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.
პროტესტის მეათე დღეს, 29 ივნისს, თავისუფლების მარში გაიმართება. მარში რესპუბლიკის მოედანზე, 19:00-ზე დაიწყება და თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდება.