LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია: ესპერტიზა- ყალბია, სინამდვილე – გაუგონრად კოშმარული

1294
page

მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზა ყალბია.

გვარამია ამბობს, რომ ისეთი გარემოებები აღმოაჩნა, რომ წუხანდელიდან მოყოლებული არც უჭამია, არც უძინია… 

“მგონი ხმაც არ ამომიღია. ეს რეები წავიკითხე, ვნახე და აღმოვაჩინე(თ).

ბოდიში, მაგრამ რაღაც ეტაპზე იმ დასკვნამდე მივდივარ ხოლმე, რომ ასეთი არც გადაცემა მინდა, არც სიმართლე და არც ბრძოლა.

ესპერტიზა- ყალბი. სინამდვილე – სრულიად და გაუგონრად კოშმარული.

დღეს, პიეფის დასრულების შემდეგ, 22:30, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და სხვა სტუმრებთან ერთად, მთავარ აქცენტებში გავარჩევთ გაყალბებულ საექსპერტო დასკვნას და შევეცდებით დავადგინოთ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზები. გარდაცვალების და თანხმლები საზარელი პროცესების.

გვიყურეთ! ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი შვილებისთვის!”- წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები