LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია: 1000-ლარიან ჯილდოს ვაწესებთ მათთვის, ვინც არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის

381
ea44f8c34f735f45f7da11e6c0888de0_XL

„ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში ინფორმაციას რაიმენაირი ფორმით დადასტურებულს მოიტანს, რომ მასზე არჩევნების გაყალბების მიზნით ზეწოლა ხორციელდება, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით ნებისმიერი ფორმით, ის ადამიანი ჯილდოდ „რუსთავი 2“-სგან 1000 ლარს მიიღებს, – ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში გააკეთა.

ნიკა გვარამიას თქმით, ყველა ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც პასპორტს წაართმევენ, ან სხვაგვარად შესთავაზებენ არჩევნების გაყალბებას, „რუსთავი 2“ ამის გაცხადებისთვის 1000 ლარიან ჯილდოს სთავაზობს. გვარამია ამბობს, რომ თანხა მოქალაქეს უკანონობის სატელევიზიო ეთერში დადასტურების შემთხვევაში გადაეცემა.

“ეს არის ოფიციალური განცხადება. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, აბსოლუტურად საღ გონებაზე მყოფი. „რუსთავი 2“ 1000 ლარიან ჯილდოს აწესებს თითოეულ ადამიანზე, რომელიც ინფორმაციას მოიტანს იმის შესახებ, თუ როგორ ყალბდება არჩევნები ნებისმიერ უბანზე, ეს იქნება ზუგდიდში, მთაწმინდაზე, ზესტაფონში, ხულოში, გურიაში, მარნეულში, თუ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, საარჩევნო ადმინისტრაციასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვამხელთ, არჩევნების გაყალბებაში და ამისთვის გვჭირდება მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების მოპოვებისთვის 1000-ლარიან ჯილდოს ვაცხადებთ. ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის იმუშავეთ და მოიპოვეთ თავისუფლება ჩვენთან ერთად“, – აღნიშნა გვარამიამ.

https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/videos/1241366172698373/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები