გვანცა გოგსაძის, 3,5 თვის პატარა გოგონას ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. გოგონას საკმაოდ მძიმე და იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა, რომელიც საქართველოში დაუდგინეს, შემდეგ კი ავსტრიაში დაადასტურეს. იშვიათი გენეტიკური დაავადება- სპინალური ამიოტროფია (SMN) ფატალურია. ასაკის შესაბამისი გონებრივი განვითარების ფონზე კუნთების დეგენერაცია მიმდინარეობს.

დედ-მამამ საფრანგეთს მიაშურა, სადაც რამდენიმე კლინიკისგან მკურნალობაზე უარი მიიღეს. პრეპარატი, რომელიც გოგონას გამოჯანმრთელებას სჭირდება და ასეთი პაციენტებისთვის გამოიყენება, ძვირად ღირებულია, მისი სახელწოდებაა Spinraza (ნახევარი მილიონი დოლარი) და მკურნალობის მეორე მეთოდი გენური თერაპიის მეთოდია – Zolgensma, რომელიც დედამიწაზე ყველაზე ძვირად ღირებულია (2 მილიონი დოლარი).

ოჯახი და მათი ახლობლები ამჟამად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ევროპის სხვა ქვეყნებისა და აშშ-ს კლინიკებთან. როგორც გვანცასთვის შექმნილ გვერდზეა მითითებული, ამერიკულ კლინიკებთან კომუნიკაციისას იკვეთება, რომ დაზღვევის ან თანხის ჯიბიდან გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის დაწყება, თუმცა როგორც რადიო „ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა, ანა ტოკლიკიშვილმა უთხრა, ყველა სამედიცინო დაწესებულება ითხოვს საგარანტიო თანხას ან სპონსორს, რომელიც მზად იქნება თანხის გადასახდელად.

გვერდი „გვანცას გადასარჩენად“ ასევე ავრცელებს ვიდეოს, სადაც მოთხრობილია ამერიკელი ცოლ-ქმრის შესახებ, რომელთა პირველი შვილიც ამავე დაავადებით დაიღუპა, მეორეს კი, რომელიც იმავე დიაგნოზით დაიბადა, უმკურნალეს გენური თერაპიის უფასო საცდელი პროგრამით და შედეგიც მიიღეს, ბავშვი ცოცხალია და ჩვეულებრივად გადაადგილდება.

გვანცა გოგსაძეს ჯერ არ გამოვლენია ის სიმპტომები, რაც ამგვარ დაავადებას ახასიათებს. როგორც გვითხრეს, დაავადების სიმპტომები ხუთი თვიდან უვლინდებათ…

ფოტო, რომელიც თან ერთვის მასალას, გადაღებულია საფრანგეთის ქალაქ ბორდოს კლინიკაში. ფოტოზე გამოსახულნი არიან გვანცა გოგსაძე და დედამისი, თიკო მჭედლიშვილი.

მითითებულ ანგარიშებზე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა გვანცა გოგსაძის დასახმარებლად:

საბანკო კოდი – TBCBGE22

მიმღების დასახელება – თინათინ მჭედლიშვილი ანგარიშსწორების ანგარიში – GE60TB7305045064300006.

აპარატით გადარიცხვის მსურველთათვის. TBC Pay. დედა: თინათინ მჭედლიშვილი. პირადი ნომერი:40001008198. დაბადების თარიღი: 19.04.1985.

საბანკო კოდი – BAGAGE22

მიმღების დასახელება – ლია ჩიტაძე ( გვანცას ბებია).

მსგავსი თემები