LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვამებს მალავდით სტატისტიკის წარმოებისთვის – პრემიერი “ნაციონალურ მოძრაობას”

78
baxtaze

სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინოგენური ვითარება საქართველოში არ არის ისე გაუარესებული, როგორც თქვენ ფიქრობთ, ეს დახატოთ. ეს არის სწორი სტატისტიკის წარმოება და არა ის, რასაც თქვენ აკეთებდით – გვამებს მალავდით სტატისტიკის წარმოებისთვის,- ამის პასუხობს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე რომან გოცირიძის კრიტიკას, რომელმაც აღნიშნა, რომ კრიმინალი გაიზარდა და დამნაშავე ამაში ხელისუფლებაა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, გოცირიძის აღნიშნული განცხადება იაფფასიანი ტყუილია, ხოლო მოქმედი ხელისუფლებისთვის მთავარი ადამიანის უფლებებია.

“არასდროს დავუშვებთ, რომ კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს ადამიანის უფლებების ხარჯზე, ეს წარსული საქართველოში არასდროს დაბრუნდება. თქვენ მე და ქართულ საზოგადოებას გვიმტკიცებთ, რომ რასაც თქვენ სჩადიოდით 2012 წლამდე, ეს იყო სწორი – ადამიანების უფლებების გაუბედურება. ეს არ არის ალტერნატივა. ალტერნატივა არის ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.

ჩაყევით სტატისტიკას და მიხვდებით, რომ რაც თქვენ განაცხადეთ ტყუილია, რომ თითქოს ადამიანებმა, რომლებმაც დატოვეს ციხე, გამოიწვიეს ამ სტატისტიკის ზრდა. ეს არის ძალიან იაფფასიანი პოპულიზმი. ციფრები არის ძალიან ნათელი და წერილობით ფორმაშიც მოგაწვდით, ამის პირობას გაძლევთ.

კრიმინალთან ბრძოლა კომპლექსური პროცესია და ყველა ქვეყნისთვის ეს არის გამოწვევა ჩვენზე განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი და აქ არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რომ რომელიმე ერთი კანონის მიღებით პრობლემა ერთ დღეში გვარდებოდეს. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენ არასოდეს დავუშვებთ, რომ კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ და ეს წარსული საქართველოში არასოდეს დაბრუნდება. ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი კრიმინალთან ბრძოლაში, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ჩვენ ძალიან ეფექტურები ვართ კრიმინალთან ბრძოლაში ისე, რომ ვინარჩუნებთ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები