LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გვახსოვს 20 ივნისი” – რა პასუხი მიიღეს ხვალინდელი აქციის ორგანიზატორებმა მერიისგან

157
აქცია 2

“გვახსოვს 20 ივნისი” – ხვალ თბილისში სამოქალაქო აქტივისტები ერთი წლის წინანდელ მოვლენებს გაიხსენებენ და აქციას გამართავენ. “ფორტუნას” დღის თემაში ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა გვითხრა, რომ მათ არ დავიწყებიათ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშლილი აქციის მონაწილეები და თვალებდათხრილი მოქალაქეები. 

დღეს არ გაისვრიან არაფერს. არც აქციას დაშლიან ისე,როგორც დაშალეს - მაკო გომური

არა,დღეს არ გაისვრიან არაფერს. არც აქციას დაშლიან ისე,როგორც დაშალეს. ეს აქცია ხომ რეალურ,საღ აზრს არ ემსახურება.

მაქარაშვილის თქმით, მათ დღეს მერიისგან მიიღეს წერილი, რომ ხვალ 2 საათიდან რუსთაველის გამზირი გადაიკეტება, რასაც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს სავარაუდოდ, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

“იციან, რომ მთელი დასავლეთი გამადიდებელი შუშით გვაკვირდება. ამიტომ მიიღეს, ალბათ, ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს კარგია. ხვალ აქციის მონაწილეები დაიცავენ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ჯანმო და ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. პანდემიის რისკებიდან გამომდინარე, აქცია არ იქნება ხანგრძლივი და დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდება. ჩვენ არ გვავიწყდება ერთი წლის წინ განვითარებული მოვლენეები, როგორ დაუშინეს რეზინის ტყვიები მონაწილეებს და როგორ დასთხარეს მოქალაქეებს თვალები”, – ამბობს მაქარაშვილი.

ასევე წაიკითხავთ:

„ჯარიც რომ შემოიყვანონ, აქცია მაინც ჩატარდება“ – 20 ივნისის ორგანიზატორები VS ხელისუფლება: განმეორდება თუ არა „გავრილოვის ღამე“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები