LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუტერეში: ქალაქ მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

58
guteresh-e1640585548919

„აზოვსტალის“ ქარხნიდან, ქალაქ მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა.

„გაერო-სა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ერთიანი ოპერაციის შედეგად, ორმა უსაფრთხო კოლონამ წარმატებით განახორციელა 500-მდე ადამიანის ევაკუაცია „აზოვსტალის“ ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან. იმედი მაქვს, რომ მოსკოვთან და კიევთან მუდმივი კოორდინაცია მეტ ჰუმანიტარულ პაუზას მოახდენს, მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოდ გადასაადგილებლად“,- წერს გუტერეში.

„იქ დარჩენილთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანია“ – ზელენსკი „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებას გუტერეშს სთხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები