LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ მოკლეს ამირან ბაბუა საკუთარ ოთახში! მოკლა ერთმა არაადამიანმა! 2 შვილის დედამ!! უსუსური, უდანაშაულო მოხუცი” – ვინ იყო კაცი, რომელიც 24 წლის გოგომ მოკლა

11976
amiran-babua-w-h (1)

რუსთავში საზარელი მკვლელობა მოხდა.

24 წლის გო­გომ 80 წლამ­დე მა­მა­კა­ცი ბლაგ­ვი საგ­ნით მოკ­ლა.

როგორც ცნობილია, მოხუცი გოგონას მეზობელი იყო.

რუსთავში 80 წლამდე მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე 24 წლის გოგო დააკავეს

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ჯ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ქა­ლაქ რუს­თავ­ში, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო თე­მა­ზე და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, თა­ვის მე­ზო­ბელს – 1942 წელს და­ბა­დე­ბულ ა.პ.-ს, მის­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით თა­ვის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ა.პ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, – ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკვლელობას სოციალურ ქსელში ანანო ზოიძე ეხმაურება და მოხუცის შესახებ წერს.

„გუშინ მოკლეს ამირან ბაბუა. გუშინ მოკლეს საკუთარ ოთახში! მოკლა ერთმა არაქალმა, არაადამიანმა! 2 შვილის დედამ!! უსუსური, უდანაშაულო მოხუცი.

2018 წელს გავიცანი სურათის გადაღების დღეს. ვეხმარებოდი რითაც და როგორც შემეძლო. ცხოვრებისგან დაჩაგრული,სოციალურად დაუცველი და მაინც ყველანაირად უბოროტო, უკეთილშობილესი ადამიანი იყო. ფისოებს და ლეკვებს უვლიდა,სასადილოდან მოჰქონდა საკვები და მათ უნაწილებდა ლუკმას!

და ის მოკლეს

23 წლის გოგო დაიჭირეს. 2 შვილის დედა. ამირანის სართულზე ცხოვრობდა. 1 თვის წინ ამირანი გაქურდეს (მომიყვა) და საკმაოდ დიდი თანხა წაიღეს, აგროვებდა პენსია+სოციალურს. ჩემი ვარაუდით, გასაქურდად იყო მისული და ან სახლში დაუხვდა, ან თავზე წამოადგა ბაბუა“- წერს ანანო ზოიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები