LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ბინა გაქურდეს… სუს-მა ჩაატარა უკანონო ჩხრეკა! – ზურაბ შამათავა

357
Capture

ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულთაგან ერთერთი ზურაბ შამათავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი სუს-მა უკანონოდ გაჩხრიკა და მასზე კანონიერად გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი წაიღო. შამათავა ვარაუდობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისი სახლიდან გატანილი იარაღი მის წინააღმდეგ პროვოკაციის მოსაწყობად სჭირდება.

“გუშინ 24 ივნისს აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ბინა გაქურდეს (რამდენიმე დღე არვიყავით თბილისში). სინამდვილეში დაკვირვებული ადამიანი მარტივად მიხვდება, რომ კი არ გაგვქურდეს, არამედ სუსმა ჩაატარა უკანონო ჩხრეკა! ბინის რკინის კარი სპეციალური მოწყობილობით არის გაღებული, ბინიდან წაღებულია მხოლოდ ჩვენი ოჯახის კუთვნილი კანონიერად რეგისტრირებული გლოკის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები! საგულდაგულოდ გაჩხრეკილი და დათვალიერებულია ძირითადად მხოლოდ ჩემი პირადი ნივთები, მაგრამ მთავარი რაც მინდა რომ იცოდეთ! სუსის თანამშრონელმა, რომელსაც ეს უკანონო დავალება სუსის ერთ ერთმა ხელმძღვანელმა მისცა, ძალიან საგულისხმო დემონსტრაციული პროტესტი გამოხატა: მან ჩემი სახელმწიფი მხედრული ჯილდოები გვერდიგვერდ განალაგა ჩემს ოთახში, ხელი არ ახლო მათ, არ შეურაცყო მხედრული ღირსება, რაც მე განვმარტე როგორც მისი მხრიდან დანაშაულებრივი დავალების გამცემი ხელმძღვანელობის მიმართ პროტესტის თუნდაც ამ ფორმით დემონსტრირება.
მე ვფიქრობ იარაღი გაიტაცეს ჩემს მიმართ პროვოკაციის მიზნით, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს წარმავალი რეჟიმი სულ რამდენიმე თვეში დაასრულებს არსებობას!” – წერს ზურაბ შამათავა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ ინფროამცია არ აქვთ.