LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” – გურული მოჯირითის სახე ნიუ-იორკულ კედლის მხატვრობაზე (ვიდეო)

144
გურულიიი

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. კედლის მხატვრობა “თავისუფლების ფერების” სერიის ნაწილია და გასულ წელს, ბრაზილიელმა მურალისტმა, ედუარდო კობრამ დახატა. მურალი მონუმენტურია და იმიგრანტების სახეები 800 კვადრატულ მეტრზეა დახატული. ამის შესახებ “ამერიკის ხმა” წერს.

ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კედლის მხატვრობაზე, მკვლევარმა ირაკლი მახარაძემ, გურული მხედრის, მშვიდობაძის სახე ამოიცნო. 

ირაკლი მახარძე, ამერიკაში გურული მოჯირითეების ისტორიას უკვე 20 წელია იკვლევს და ამ თემაზე უამრავი დოკუმენტური მასალა მოიძია. მკვლევარი ამბობს, რომ გურულ მოჯირითეებზე, რომელთაგან ბევრი თბილისშიც კი არ იყო ნამყოფი, დასავლეთმა და ყველაზე მეტად კი ამერიკამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

“გურული მოჯირითეების თავგადასავალი ბავშვობიდანვე მიტაცებდა, განსაკუთრებით, როცა მოხუცები ყვებოდნენ ამის შესახებ: “ბიძია, გურულებმა ამერიკა სუნთლა გადარიენ მარა, თვითონაც გადარეულები ჩამევიდნენ,” მაგრამ სერიოზულად ამ თემაზე მუშაობა, დაახლოებით, 20 წელია რაც დავიწყე. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ახალი მასალა შევიძინე როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის არქივებსა და მუზეუმებში,”- ამბობს ირაკლი მხარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები