LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში გარემოს დაცვის რეგიონული სამსახურის უფროსი დაჭრეს

215
patruli

გურჯაანში გარემოს დაცვის კახეთი რეგიონული სამსახურის უფროსი ბესო შუბითიძე დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში დაადასტურეს.

როგორც ბესო შუბითიძის განცხადებით თანამშრომელთან ერთად, გეგმიურ შემოვლაზე გურჯაანში, მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბრაკონიერები შენიშნა.

მე და ჩემი თანამშრომელი ვიყავით. ორმა უცხო პირმა ჩვენი მისამართით ისროლა. მაქვს რამდენიმე ჭრილობა. ბრაკონიერებს ნიღბები ეკეთათ და სახეები ვერ გავარჩიე“, – განაცხადა ბესო შუბითიძემ. ის გურჯაანის საავადმყოფოშია მოათავსებული.

შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის II ნაწილით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები