LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გურიის მოამბის” რედაქტორი ამბობს, რომ შვილების მოკვლით ემუქრებიან

923
BeFunky-collage (2)

გაზეთ ,,გურიის მოამბის” რედაქტორი თეა იოსელიანი ამბობს, რომ შვილების მოკვლით ემუქრებიან. როგორც იოსელიანმა „ფორტუნას“ განუცხადა, მსგავსი შინაარსის შეტყობინება ფეისბუქის პირად შეტყობინებაში მიიღო და პოლიციაში განაცხადა.

„მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მე დაგიხოცავ მათ“- წერია 28 აგვისტოს მასთან გაგაზავნილ ფეისბუქშეტყობინებაში.

იოსელიანი ვინმესთან პირად მტრობას გამორიცხავს და ამბობს, რომ მუქარა მის ჟურნალისტურ საქმიანობას და ფეისბუქაქტივობებს უკავშირდება. მისივე თქმით, შსს-გან დროულ რეაგირებას ელის.

,,მე მყავს პატარა ბავშვები. სკოლა იწყება და თუ მალევე არ მოხდება გამოძიება, წარმოიდგინეთ დედის მდგომარეობა, რომელმაც ასეთ ვითარებაში ბავშვები ყოველდღე სკოლაში უნდა გაუშვას“, – ამბობს თეა იოსელიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.