LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიის გარემოსდაცვითი პატრულირების განყოფილების ყოფილი უფროსი პასუხისგებაში მისცეს

susii23

სუს-მა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გურიის გარემოსდაცვითი პატრულირების განყოფილების ყოფილი უფროსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობისას, გურამ ა-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით არ განახორციელა კანონით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული მოვალეობები, მან უკანონო ქმედებებში არ ამხილა ორი კომპანიის წარმომადგენლები.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის იანვარში, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, გურამ ა-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოიყენებით არ განახორციელა კანონით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული მოვალეობები. კერძოდ, მან უკანონო ქმედებებში არ ამხილა ორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანების კალაპოტში მუშაობდნენ და საშუალება მისცა აღნიშნულ კომპანიებს მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის – ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ამავე საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის მარტსა და ივლისში, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების 5 თანამშრომელი დააკავეს, ხოლო 3 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს,“ – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები