LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში 9 ლოკაციაზე “ჭკვიანი კამერები” ამოქმედდა

192
1565335984-ჭკვიანი-კამერა-1024x660

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საავტომობილო სიჩქარის მზომი „ჭკვიანი კამერების“ განთავსებას განაგრძობს.

შსს-ს ინფორმაციით, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის სექციები გურიის რეგიონში, კერძოდ კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 9 ლოკაციაზე ამოქმედდა.

ეს ლოკაციებია:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგოითი/ჯაპანა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრიდან) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრიდან) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგოითი/ჯაპანა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრიდან) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრიდან) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრიდან) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი გრიგოლეთი (გზა გამყოფი გრიგოლეთზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

8. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი გრიგოლეთი (გზა გამყოფი გრიგოლეთზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრიდან, გრიგოლეთი, მიმართულება სოფელი ნიგვზიანი) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

9. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი გრიგოლეთი (გზა გამყოფი გრიგოლეთზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრიდან, ფოთი, მიმართულება სოფელი ნიგვზიანი) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
შესაბამისად, სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემით საქართველოს მასშტაბით უკვე 971 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები