LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიას მოჭიდავეები კი არა პატრონი სჭირდება – ხათუნა გოგორიშვილი

156
BeFunky-collage (2)

გურიას მოჭიდავეები კი არა პატრონი სჭირდება, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რითაც აღნიშნულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონის, მანუჩარ კვირკველიას წარდგენას გამოეხმაურა.

გოგორიშვილის თქმით, მის კონკურენტს პატივს სცემს, რადგან ის ოლიმპიური ჩემპიონია, თუმცა მიიჩნევს, რომ გურიას სჭირდება კვალიფიციური კადრი, რომელიც რეგიონს გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს.

„ოპოზიციიდან ჩემი მთავარი კონკურენტი გურიაში იქნებოდა, ვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებდა და როგორც იქნა, თქვეს და ეს არის კახა ოქრიაშვილის და ცეზარ ჩოჩელის პარტიის წარმომადგენელი. მე არ ვიცნობ ამ ადამიანს და მხოლოდ პატივისცემა მაქვს, როგორც ოლიმპიური ჩემპიონის და მოჭიდავის მიმართ, მაგრამ მე მგონი, გურიას მოჭიდავეები კი არა პატრონი სჭირდება, პატრონი, რომელიც მათ ყოფით პრობლემებს მოაგვარებს“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები