LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

197
გურამ ფალავანდიშვილი

გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს – ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. როგორც შსს-მ “ფორტუნას” განუცხადა, ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა, რა დროსაც მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და შეურაცხყოფა მიაყენა.

“უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა. ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს”, – განაცხადეს შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები