LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გულს გიკუჭავს რასაც ამბობენ … ადამიანი მთავარია და ყველა თანაბარი” – ნენე კვინიკაძე ბაიდენის ინაუგურაციაზე

375
nene
მწერალი ნესტან კვინიკაძე სოციალურ ქსელში აშშ-ში ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ეხმაურება და წერს, რომ ამერიკა ბნელის და ნათელის ციმციმია და მისი მტავარი ბრძოლიდან, ის მერამდენედ უკვე გამარჯვებული გამოდის.
“ჩვეულებრივად რომ ქმნიან არაჩვეულებრივს. ერთდროულად, სადა და თან ბრწყინვალე რომაა ყველაფერი. შესანიშნავად აცვიათ და თან ისე, თითქოს ყველას შეუძლია ასე ჩაცმა. გულს გიკუჭავს რასაც ამბობენ, არადა რას ამბობს ორიგინალურს? – ადამიანი მთავარია და ყველა თანაბარი.
აი აქაც, ამ ისტორიულ სცენაზეც, ზუსტად თამაშდება ის, რომ არავინ არავიზე მეტი და ნაკლები არაა: იისფერ სამოსიანი ვიცე პრეზიდენტიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტრიბუნის დეზიფენქციით დამამუშავებელი კაცი, ორკესტრის წევრი, პოლიციელი, თავად პრეზიდენტი,ლეიდი გაგა თუ ბავშვი, რომელიც ტირის. ყველა მთავარია.
ამერიკა ბნელის და ნათელის ციმციმია. ესაა მისი მთავარი ბრძოლა, საიდანაც უკვე მერამდენედ გამარჯვებული გამოდის. მან თავად უნდა უწამლოს საკუთარ თავს, რადგან მასზე ძლიერი არც არავინაა”, – წერს კვინიკაძე.

 

 

ჩვეულებრივად რომ ქმნიან არაჩვეულებრივს. ერთდროულად, სადა და თან ბრწყინვალე რომაა ყველაფერი. შესანიშნავად აცვიათ და თან…

Posted by Nestan Nene Kvinikadze on Wednesday, 20 January 2021

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები