LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულის წასვლა ქალი ხარ“ – თიკა ფაცაცია ახალი იმიჯით სოცქსელებს იპყრობს

3561
tikafacacia

მალე „რუსთავი 2“-ზე „ნიჭიერი“ დაიწყება. საქართველოში პოპულარული მეგაშოუ თავის მეათე სეზონს იწყებს.

მომღერალი თიკა ფაცაცია ამჯერად ჟიურის ხუთკაციან შემადგენლობაში იქნება.

თიკამ ახალი სატელევიზიო სეზონისთვის იმიჯი შეიცვალა და მოკლე თმით მოგვევლინა, თმის ფერიც შეიცვალა.

ტელეწამყვანი და მომღერალი ყველა ასაკში და ყველანაირ იმიჯში განსაკუთრებულად მომხიბვლელია და ხიბლის ახალი პორცია არც ამჯერად მოგვაკლო.

თიკა ფაცაციამ თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან ფოტოები გამოაქვეყნა. იქ „ნიჭიერის“ ჩაწერები მიმდინარეობს.

„გულის წასვლა ქალი ხარ“, უწერენ ფოტოებზე თიკა ფაცაციას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები