“TV პირველის” ყოფილი დირექტორი, ინგა გრიგოლია ტელეკომპანიიდან ჟურნალისტების წასვლას ეხმაურება.

მისი თქმით თავად ის, წასვლას არსად არ აპირებს, თუმცა გული წყდება იმ ჟურნალისტების გადაწყვეტილებაზე, რომელბიც არხიდან წავიდნენ.

“ძალიან მწყდება გული აქედან წასულ ჩემს კოლეგებზე, ძალიან მწყდება. დიანაზე, ჟიჟიზე[ნინო ჟიჟილაშვილზე], ვახოზე… ვერ მოგატყუებთ, ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ სიტყვების თქმა.. რთულად გადავიტანე მათი წასვლა.

მე ჩემი არჩევანი მაქვს და ჩემი არჩევანია ტვ პირველი, რომელიც შვილივით მიყვარს. მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას. ტვ პირველია ჩემი საყვარელი ტელევიზია, რომლის თავისუფლების მსგავსიც მე იშვიათად მინახავს”,-განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

მსგავსი თემები