LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიგარეტისთვის თავის დანებებიდან ერთ წელიწადში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი ნახევრდება – ნანა გეგეჭკორი

1132
news45555-2021-06-01_12-42-01_017107

ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ნანა გეგეჭკორმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციასა და ხანგრძლივი ცხოვრების ოქროს წესებზე ისაუბრა:

„პირველი ეს გახლავთ ჭარბი წონა. სამწუხაროდ, მას მჭიდრო კავშირი აქვს ჯანმრთელობასთან და ეს გახლავთ რისკ-ფაქტორი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისთვის. სხეულის მასის ინდექსი არის მნიშვნელოვანი პარამეტრი, ის იდეალურ მდგომარეობაში არ უნდა აღემატებოდეს 25-ს. 30-ზე მეტი, განსაკუთრებულად ჭარბწონიანად მიიჩნევა და ეს უკვე დაავადებაა. წონის შენარჩუნებისთვის აუცილებელია მიღებული კალორიების რაოდენობა არ აღემატებოდეს დახარჯულ კალორიებს. სწორი დიეტა და სწორი აქტივობა აქ უმნიშვნელოვანესია. სწორი კვების მნიშვნელოვანი პუნქტები ასეთია, შეეცადეთ, თქვენი კვების რაციონი შედგებოდეს ხილისგან, ბოსტნეულისგან, სხვადასხვა თხილეულისგან. კარგია ბარდა, ლობიო, მცენარეული წარმოშობის ცილოვანი პროდუქტები, შეზღუდეთ წითელი ხორცისა და ტკბილეულის მიღება.

რაც შეეხება მოძრაობას, ეს გახლავთ სიცოცხლის მთავარი ფორმულა. თუ თქვენ შეგიძლიათ ფიზიკური აქტივობა, იდეალურად ითვლება 150 წუთი აერობული ვარჯიში, ჯანსაღი აერობიკა, რომელიც გულისხმობს ცეკვას, ბაღში მუშაობას. ეს არის დაახლოებით 20 წუთი დღეში. თუ უფრო ნაკლები დრო გსურთ დახარჯოთ ამაზე, მაშინ 75 წუთი კვირაში, მაღალი ინტენსივობის დატვირთვა, ხტუნვა, სირბილი, ლახტით ხტომა, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი შეინარჩუნოთ.

უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელი ძილი. 7-დან 9 საათამდე მოზრდილებისთვის ძილი აუცილებელია იმისთვის, რომ ორგანიზმი იყოს დასვენებული. ძილი, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი, წელს დაემატა ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციებს.

?? გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი ცხოვრების 8 ოქროს წესი

?? გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი ცხოვრების 8 ოქროს წესი | ნანა გეგეჭკორის სეზონის შემაჯამებელი ჩართვა ამერიკიდან და რეკომენდაციები ?‍⚕

? მოწევისთვის თავის დანებებიდან 1 წლის შემდეგ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკები ნახევრდება

Posted by შენი დილა • Sheni Dila on Wednesday, July 27, 2022

მეხუთე გახლავთ მოწევა, ის ნამდვილად კლავს. ძალიან მინდა ვთხოვო ყველა ახალგაზრდას, ვისაც ჯერ არ გაუსინჯავს სიგარეტი, გთხოვთ, არ გააკეთოთ ეს. ფილტვის კიბოს 90% დაკავშირებულია მოწევასთან. ვინც ეწევა, გაითვალისწინეთ, რომ სიგარეტისთვის თავის დანებებიდან ერთ წელიწადში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი ნახევრდება. სიგარეტის მწეველები არ არიან მარტო, თუ თქვენ ეწევით, თქვენი ოჯახის ყველა წევრი რისკის ქვეშაა.

მნიშვნელოვანი მომენტია ასევე გლუკოზის დონის კონტროლი, რადგან მაღალი გლუკოზა სისხლში რისკის ფაქტორია დიაბეტის განვითარებისთვის. უზმოდ გლუკოზა სისხლში არ უნდა აღემატებოდეს 100 მილიგრამს დეცილიტრზე, 125 უკვე პრედიაბეტად ითვლება, ხოლო 126 და ზემოთ,  დიაბეტად.

ლიპიდური პროფილი, ანუ ქოლესტერინი – არსებობს კარგი და ცუდი ქოლესტერინი. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დაბალი სიმკვრივის ლიკოპროტეინების ნორმაზე მაღალი მაჩვენებელი, არის ყველაზე დიდი მტერი. დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი შეუმჩნევლად მუშაობს ორგანიზმში და ხშირად ეს გულის შეტევით სრულდება, მამაკაცებში დიდია იმპოტენციის რისკები.

არტერიული წნევა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. არტერიული ჰიპერტენზია ხშირად არის სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი, ამიტომ წნევის კონტროლი უმჯობესია დავიწყოთ ადრეული ასაკიდან. სისტოლური არტერიული წნევა არ უნდა აღემატებოდეს ვერცხლისწყლის სვეტის 120 მილიმეტრს, ხოლო დიასტოლური, 80-ს“, – აღნიშნა ნანა გეგეჭკორმა „მთავარი არხის“ დილის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები