LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი ვიდეოკადრები ვრცელდება

1095
BeFunky-collage (5)

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე “ინტერპრესნიუსმა” ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა. როგორც მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის, მერაბ კობიაშვილის ადვოკატი ამბობს, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ასახავს.

უფლებადამცველის თქმით, კადრებში ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილს არა – ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი ურტყამს.

“შესაბამისად, ვერსია, თითქოს, მერაბ კობიაშვილს მხოლოდ იარაღის სროლის შემდეგ სცემეს, არასწორია! ასევე არასწორია ვერსია, თითქოს, მას მხოლოდ ერთი ადამიანი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ!

ამ კადრებით სრულად დასტურდება დაცვის მხარის პოზიციის სისწორე. სრულად დგინდება, რომ მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც მერაბ კობიაშვილმა მითხრა, როცა მას მცხეთის იზოლატორთან შევხვდი“,- განაცხადა ადვოკატმა.

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მეუღლე განცხადებას ავრცელებს

საშვილიშვილი ცოდვა დაადებინეს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები