LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში ფასდაკლების კვირეული – Discount Week იწყება

179
gudauri-1024x476

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, გუდაურში ფასდაკლების კვირეული „Discount Week“ იწყება.

„პროექტში ჩასართავად ვიწვევთ გუდაურში მდებარე ყველა სასტუმროს, რომლებსაც გააჩნიათ 10 ან მეტი ოთახი და ვიზიტორებს განსაკუთრებულ ფასდაკლებას შეთავაზებენ“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისათვის დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ წესები და პირობები:

https://drive.google.com/drive/folders/1F1KxiLaOwgDlIQc_e_Cq0SoDfdVKFm0g

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები