LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

73
FORTUNA.GE- (5)

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია. რჩება მხოლოდ გასაწმენდი 3 კილომეტრი, საიდაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება, შესაბამისად, გაწმენდითი სამუშაოების დაწყება აღნიშნულ 1 კილომეტრზე ჯერ ვერ ხერხდება.

გარემოს ეროვნული სააგენტო, ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე, მონაკვეთზეც გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს და ავტოტრანსპორტის მოძრაობაც უმოკლეს ვადებში აღდგება.

საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელი

 

პოპულალურები