LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გთხოვთ, მიიღოთ ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური” – ემანუელ მაკრონი საქართველოს 26 მაისს ულოცავს

226
pjimage-7

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი ტექსტი გამოაგზავნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ ზურაბიშვილს წერს, რომ როგორც ყველა სახელმწიფოს, ასევე ჩვენი ქვეყნების მთავარ გამოწვევას ჯანდაცვის სფეროში წარმოქმნილი კრიზისი წარმოადგენს, თუმცა მაკრონი განმარტავს, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია პარტნიორი საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. პრეზიდენტი მაკრონი მისალოც წერილში ასევე აღნიშნავს ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებაში საგანმანათლებლო მიმართულების მნიშვნელობას და წერს, რომ ურთიერთობები მომავალმა თაობებმა უნდა გააღრმავონ. წერილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას” – დონალდ ტრამპი

“ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბერდნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ.

ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ზეგავლენას მოახდენს ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, რაც ყველა სახელმწიფოსთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. როგორც ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს, 7 მაისს მოგახსენეთ, ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამ გამოწვევაზე რეაგირებას, და თქვენ შეძლებთ საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სესხების ზრდა, რაც თქვენი ქვეყნის მიერ ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ენერგეტიკის სექტორებში დაწყებული რეფორმების მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა, სრულად შეესაბამება ამ პერსპექტივას.

საფრანგეთსა და საქართველოს დიდი ხანია, რაც განსაკუთრებული, მეგობრული და ნდობით აღსავსე ურთიერთობა აქვთ. ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი განმტკიცდა „დიმიტრი ამილახვარის“ სახელობის სტრუქტურული დიალოგის დაარსებით, რომელიც დავიწყეთ პარიზში თქვენი ვიზიტისას, 2019 წლის თებერვალში, და რომლის პირველი რაუნდი პარიზში, გასულ დეკემბერში გაიხსნა. დაე, მომავალმა თვეებმა შესაძლებლობა მოგვცეს, ჩვენი ურთიერთობა გავაღრმაოთ, კერძოდ განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში, ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში ლექციების დაწყებით, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური.

ემანუელ მაკრონი”.

ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს