LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები”: შავ ზღვაზე შტორმია

154
Capture

დღეს, 7 სექტემბერს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მთელი დღის განმავლობაში, ყველა სამაშველო კოშკურაზე წითელი ალამია აღმართული, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

“გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში.

შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/EmergencyManagementService/posts/2393740390930179

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები