LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გსურთ გაყიდოთ თქვენი პროდუქცია ამერიკაში? – ამაში Boxette Georgia დაგეხმარებათ

343
71213195-109884157082640-8369999156541915136-n

ქართულ ბაზარზე ინოვაციური კომპანია გამოჩნდა, სახელწოდებით Boxette Georgia, რომელიც მომხმარებელს აშშ-ში პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

„ბოქსეტ საქართველო  გთავაზობთ დაიწყოთ თქვენი პროდუქციის გაყიდვები აშშ-ს 500 მილიარდიან ონლაინ ბაზარზე. იმისათვის რომ, გაყიდოთ ამერიკაში საქონელი, ან ივაჭროთ ისეთ მსხვილ ონლაინ პლატფორმებზე როგორც არის Amazon, Ebay, Etsy და ა.შ. აღარ გჭირდებათ აშშ-ში კომპანიის რეგისტრაცია, საკუთარი წარმომადგენლობა, საწყობის შექმნა და ხალხის დაქირავება, ამ ყველაფერ უზრუნველყოფს თქვენთვის Boxette Georgia“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, Boxette Georgia მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სერვისს:

  • FBM (Fulfillment by Merchant) – საწყობით მომსახურეობას პროდუქციის გასაყიდად ამერიკის ნებისმიერ სავაჭრო პლატფორმაზე;

  • FBA (Fulfillment by Amazon) Prep Centre – საქონლის მომზადებას Amazon-ის საწყობში შესატანად;

  • ამერიკაში პროდუქციის ჩატანის ორგანიზებას და დასაწყობებას; პროგრამაში მარაგების აღრიცხვას;

  • სავაჭრო პლატფორმებთან ინტეგრაციასა და შეკვეთების ავტომატურ დამუშავებას;

  • უკან დაბრუნებული საქონლის დამუშავებას, სრული ფოტო-რეპორტს;

  • ნებისმიერი სახის სასაწყობე მომსახურეობას ამერიკაში კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად.

„ჩვენი ძლიერი მხარეებია : 

  • შეკვეთების დამუშვების ავტომატიზაცია – პროგრამული ინტეგრაციის წყალობით , ყველა შეკვეთა მუშავდება ავტომატურად , თქვენი ჩართულობის გარეშე .

  • ნებისმიერ სავაჭრო პლატფორმაზე საქონლის გაყიდვის შესაძლებლობა – ჩვენი პროგრამა ინტეგრირდება აშშ – ში არსებულ ყველა მსხვილ სავაჭრო პლატფორმასთან ;

  • დაბალი და სტაბილური ფასები – ჩვენი მომსახურების ფასები ლოიალურია და არ არის დამოკიდებული სეზონურ ცვლილებებზე ;

  • მინიმალური კრიტერიუმები საქონლის საწყობში მისაღებად – მინიმალური მოთხოვნები საქონლის მარკირებისა და შეფუთვისადმი ;

  • დროული უკუკავშირი კლიენტებთან – ვახდენთ მაქსიმალურად სწრაფ რეაგირებას ჩვენი კლიენტების მოთხოვნებზე “, -განმარტავენ Boxette Georgia-ში.

დამატებითი ინფორმაცია – www.boxette.com, ელ.ფოსტა: [email protected]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები