LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს

102

გამოცემა კომერსანტის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს.

რუს დიპლომატს 23 აგვისტოს 70 წელი უსრულდება და რუსეთის „სახელმწიფო სამსახურის“ შესახებ კანონის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის დაკავება მას სწორედ ამ დრომდე შეუძლია.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კარასინის ადგილზე სამი კანდიდატი განიხილება.მთავარი კანდიდატი კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ივან ვოლინკინია, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული.

ვოლინკინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის წარმომადგენლობებში მუშაობდა, კერძოდ, აშშ-ში, სერბეთში, მონტენეგროში, საქართველოსა და მაკედონიაში. 2009-2013 წლებში ივან ვოლინკინი სერგეი ლავროვის თანაშემწე იყო, 2023-2018 წლებში კი, სომხეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

გრიგორი კარასინი სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს მუშაობას. კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2005 წელს გახდა. ის ხელმძღვანელობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრების ორმხრივი ურთიერთოებების საკითხებს.

2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის შემდეგ ჟენევის დისკუსიებში გრიგორი კარასინი რუსეთის მხარეს წარმოადგენს. ამასთანავე კარასინთან წლების განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები