LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ გოგელია: ,,ყანჩელის ნაცვლად რომ გმინავთ, მთაწმინდაზე რატომ არ დაკრძალესო, ყანჩელს კითხეთ?”

6326
BeFunky-collage (1)

ისტორიკოსი გრიგოლ გოგელია სოციალურ ქსელში გია ყანჩელის დაკრძალვის შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მაესტროს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა სულაც არ სურდა.

,,ყანჩელის ნაცვლად რომ გმინავთ, მთაწმინდაზე რატომ არ დაკრძალესო, ყანჩელს კითხეთ? არ უნდოდა ამ კაცს მთაწმინდა! მისი სურვილი იყო დიდუბეში დაკრძალულიყო. ერთერთ ინტერვიუში,სადაც სთავაზობენ თბილისში სადმე წავიდეს, ბოლოს სწორედ დიდუბეში მიდის, შეგნებულად. ყვება, რომ ყველა მისი მეგობარი და ახლობელი იქ განისვენებს.

იმასაც იხსენებს, ერთხელ იქ მისული როგორ დაინახა სასაფლაოს დირექტორმა, რომელიც პერსონალს ესაუბრებოდა და თქვა, “აი, გია ყანჩელიც მოვიდაო”, რაზედაც ყანჩელმა ხუმრობით მიუგო: “ნუ გეშინიათ, ასაზომად არ მოვსულვარო”.

გია ყანჩელის 5 დაუვიწყარი მელოდია

გია ყანჩელის ყველა მელოდია შესანიშნავია

ზოგს უჭირს იმის დაჯერება, რომ შეიძლება ადამიანს არ სურდეს მთაწმინდა. არადა, ბოლო საუკუნის უდიდესი ქართველი მოაზროვნე საბურთალოს სასაფლაოზე წევს. და საერთოდ, მთაწმინდაზე უკეთესი ცხოვრებაში ბევრი რამეა:)

ცნობილი კომპოზიტორი გია ყანჩელი 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მის გასვენებაში უამრავი ცნობილი სახე იმყოფებოდა, მეგობრები, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრება გაატარა.

კახი კავსაძე გია ყანჩელის დაკრძალვაზე

პროექტი „ჩვენი ყანჩელი“ 18 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება

18 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, განმეორებით, გია ყანჩელის პატივსაცემად, გაიმართება პროექტი „ჩვენი ყანჩელი“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები