მეცნიერები ამბობენ, რომ გრენლანდიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყინულის მთა დნობას იწყებს. „ბიბისის“ ინფორმაციით, მთა ყინულის ისეთ რაოდენობას შეიცავს, რომ დადნობის შემთხვევაში ოკეანის დონე 50 სმ-თი მოიმატებს.

მკვლევარების თქმით, ყინულის მთა Zachariae Isstrom ტემპერატურის მატებისა და ზღვის თბილი დინების გამო დნება. ყინულის დნობის შედეგად ატლანტის ოკეანეს წელიწადში 5 მილიარდ ტონა წყალი დაემატება.

ყინულის მასშტაბური დნობა გრენლანდიის სხვა რეგიონებშიც აღინიშნება. ყინულის მთლიანად დადნობის შემთხვევაში მსოფლიო ოკეანეების დონე 6 მეტრით გაიზრდება.

თვის ბოლოს პარიზში გაიხსნება სამიტი, სადაც კლიმატის ცვლილებაზე იმსჯელებენ.

მსგავსი თემები