LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რომ ვაქცინა მალე შემოვიდეს: პრემიერმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა სპეციალური კომისიის წევრებთან განიხილა

100
FORTUNA.GE- (1)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა განიხილეს.

შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

გიორგი გახარიამ გეგმის მომზადებაში უშუალოდ ჩართულ პირებთან ისაუბრა ვაქცინით მოსახლეობის მოცვის ეტაპებსა და იმ სამიზნე ჯგუფებზე, რომელთა ვაქცინაციაც პირველ რიგში განხორციელდება.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედი მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგან მიღწეულ შედეგებს გაფრთხილება სჭირდება.

პრემიერმა იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებების ერთობლიობაზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის თანდათან გახსნას და ინფიცირების მკვეთრი ზრდის თავიდან აცილებას, მათ შორის არის: ტესტირების რაოდენობის ზრდის დინამიკის შენარჩუნება, შეზღუდვების ეტაპობრივად, გონივრულად შემსუბუქება და ვაქცინაცია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა.

ვაქცინაციის დანერგვის გეგმა და მასში გაწერილი მიმართულებები საშუალებას აძლევს ქვეყანას, ტექნიკურად მზად იყოს ვაქცინაციის დასაწყებად:

◾   გეგმა მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.

◾   დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების მოთხოვნებთან;

◾   გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფები თანხვედრაშია მსოფლიო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებთან.

ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, ამის შემდეგ კი ის საჯარო გახდება.

 

ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა შემუშავებულია: რა მთავარ მიმართულებებს მოიცავს პროექტი

პოპულალურები