LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრანდიოზული ნამცხვარი: ინდოელებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

111
cake-1

ინდოელებმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ნამცხვარი გააკეთეს.

გინესის რეკორდის დამყარება კერალას მცხობელთა ასოციაციამ გადაწყვიტა და გრანდიოზული ნამცხვრის მომზადების პროცესში 1500 კონდიტერი იყო ჩართული. ცხობას დაახლოებით 4 საათი დასჭირდა და შედეგი 27 000 კილოგრამიანი ტკბილეული გამოვიდა.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი დესერტი 6.5 კილომეტრის სიგრძის იყო და ის ვანილისა და შოკოლადის ნაზავით დამზადდა.

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი ჩინელ კონდიტერებს ეკუთვნოდათ და მათი ნამცხვარი 3.2 კილომეტრის სიგრძის გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები