LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე გპატიობ და მჯერა ღმერთიც გაპატიებს…” – მოკლულის ძმა სასამართლოზე ბრალდებულს ჩაეხუტა (ვიდეო)

803
asdasd

“არ მინდა ეს ორჯერ ვთქვა, ან ასჯერ გავიმეორო რა გააკეთე და რა წაგვართვი. ვფიქრობ ეს იცი, თუმცა თუ ნამდვილად წუხარ ჩადენილის გამო, მე გპატიობ და მჯერა ღმერთიც გაპატიებს” – ასე მიმართა მოკლულის ძმამ ბრალდებულს სასამართლო სხდომაზე. შემთხვევა აშშ-ში მოხდა, დალასის პოლიციის ყოფილ ოფიცერს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ერთი ადამიანის მკვლელობისთვის. ბრალდებულის თქით მან ბოტამ ჯინი შემთხვევით მოკლა.

 

“მე ჩემს სათქმელს ვამბობ, ჩემი ოჯახის სახელითაც არ ვსაუბრობ, მიყვარხარ როგორც ადამიანი და არ გისურვებ რომ მოკვდე, როგორც ჩემი ძმა მოკვდა. ყველაფერ კარგს გისურვებ, არც ის მინდა ციხეში წახვიდე. ეს ისაა, რაც ჩემს ძმას ენდომებოდა” . ემოციური გამოსვლის შემდეგ მოკლულის ძმამ ბრალდებულთან ჩახუტება ითხოვა, რის ნებაც მოსამართლემ დართო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები