LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GOT-ის რომელი გმირების სახელებს არქმევენ ბავშვებს

886
17c4f669-b8de-465c-9a79-7c5139262262

“სამეფო კარის თამაშები” მთელს მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ წელს არია 2545 ბავშვს დაარქვეს. CNN-ის ინფორმაციით, სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ გმირი და ხმალ „ნემსის“ მფლობელი არია, გოგონების ყველაზე პოპულარულ სახელებს შორის 119-ე ადგილზეა.

სოციალური სააგენტოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, არია უკვე იმ სახელების სიაშია, რომლის ინსპირაციაც „სამეფო კარის თამაშები“ იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ არია ნაბიჯ-ნაბიჯ გადავიდა გავრცელებული ამერიკული სახელების სიაში. ეს სახელი ასევე, მარტივია სათქმელად და დასაწერად.

მაგრამ ბავშვების სახელების, ასევე რთულად გამოსათქმელი სახელებიც მოხვდა. 2018 წელს 560 ბავშვს დაარქვეს ხალისი.

434 გოგონას დაარქვეს იარა.

58 ბავშვს დაარქვეს ტირიონი, 30 ბიჭს ჟორაჰი, 29 გოგონას სანსა და 14 ბიჭს თეონი.

547 ბავშვს გასულ წელს დაარქვეს ჯეიმი, მაშინ, როცა 2001 წელს 1339 ჯეიმი დაიბადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები