LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში სკოლიდან მოსწავლის გატაცებას ცდილობდნენ

244
b9850d8b77b0beedbeed15121a71ecd2

გორში, მე- 10 საჯარო სკოლაში სავარაუდოდ მოსწავლის გატაცებას ცდილობდნენ. “თრიალეთის” ინფორმაციით, მოსწავლე სავარაუდოდ პედაგოგის შვილია. მათთან ამის შესახებ მშობლებმა ისაუბრეს. სკოლის დირექტორი კი მომხრდარ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

“მოსწავლის გატაცების შესაძლო მცდელობა გორის მე-10 საჯარო სკოლასთან. მშობლების ინფორმაციით, მოსწავლის გატაცებას, რომელიც სავარაუდოდ, ამავე სკოლის პედაგოგის შვილია, უცხოელი მამაკაცი ცდილობდა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით, 12:00 საათზე მოხდა.  სკოლის დირექტორი, გელა ჯაფარიძე ამბობს, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია,  მოსწავლეები და მათი მშობლები კი “თრიალეთთან” საუბრისას აცხადებენ, რომ მასწავლებლებმა მოსწავლეები გააფრთხილეს სკოლის შენობა არ დაეტოვებინათ, მშობლები კი გასაფრთხილებლად და მოსწავლეების სკოლიდან წასაყვანად დაიბარეს. შსს-ს ინფომაციით, მათთან ბავშვის გატაცების მცდელობის შესახებ ამ დრომდე არავის მიუმართავს”, – წერს “თრიალეთი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები