LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, თურქეთის მოქალაქე დააკავეს

124
რჰრტჰრტ

30 ოქტომბერს, გვიან ღამით, გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1958 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მ.ს. დააკავეს.

აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსის 6 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

ვინ არიან გორთან ავარიის დროს გარდაცვლილი 6 ადამიანი

შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს“, რაც ექვსიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები