LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სახელობის სკვერი გაკეთდება

211
skveri

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სახელობის სკვერი იმავე ქუჩაზე მოეწყობა, სადაც გოგონა ცხოვრობდა. სკვერის გაკეთება გარდაცვლილი გოგონას ოჯახის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ინიციატივით გადაწყდა.

როგორც მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, გალუსტაშვილის ქუჩაზე სკვერის პროექტირება უკვე დასრულებულია.

9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს, გორში, სკოლისკენ მიმავალი გზიდან გაუჩინარდა. გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში გოგონა გარდაცვლილი იპოვნეს. 26 ოქტომბერს, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით გორში მცხოვრები იაგო ნებიერიძე დააკავეს. რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაგო ნებიერიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ასევე სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები