LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში მოკლული 8 წლის გოგონას ახლობლები, გორის ცენტრში აქციას მართავენ

103

გორში მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ახლობლები, გორის ცენტრში, ადმინისტაციულ შენობასთან აქციას მართავენ.

ბერიაშვილის პაპის ძმამ, ხვიჩა ბერიაშვილმა აქცია მას შემდეგ დააანონსა, რაც გარდაცვლილი ბავშვის მამამ და ოჯახის ადვოკატმა შიდა ქართლის პოლიციის შენობა დატოვეს. ბერიაშვილების ოჯახის ადვოკატი დღეს საქმის მასალებს გაეცნო, მათ შორის იმ ფოტო და ვიდეო მასალას, რომელიც ბრალდებულის მხრიდან გოგონასთან მკვლელობამდე ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ადასტურებს.

ხვიჩა ბერიაშვილმა პოლიციის შენობასთან გაკეთებული განცხადებისას გორელებს თანადგომისკენ მოუწოდა. მან ბრალდებულის მათთვის გადაცემა და ლინჩის წესით დასჯა მოითხოა.

რაც შეეხება აქციას, კონკრეტული მოთხოვნები ჯერ არ გაჟღერებულა. შეკრებილების თქმით, მოთხოვნებს მდუმარე აქციის დასრულების შემდეგ გააჟღერებენ. საპროტესტო აქციაზე მოკლული გოგონას ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები