LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომელაური: “თანხა, რომელიც თავდამსხმელს გადასცეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იყო, „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა”

140
ვახტანგ-გომელაური-4

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თანხა, რომელიც მძარცველს გადასცეს „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა.

„ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის, „საქართველოს ბანკის“ თანხაა. ეს ასე ხდება, ყველგან ხდება, მსოფლიოში ასე ხდება, როცა ბანკში შედიან და იყვანენ მძევლებს…. ყველამ იცის და მეკითხებით – „თიბისი ბანკი“ ხომ არ გადაიხდის, „საქართველოს ბანკში“ იყო ხალხი შესული?“,-განმარტა გომელაურმა.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გომელაურმა დეტალებზე არ ისაუბრა და არც ის დააკონკრეტა იმყოფება თუ არა თავდამსხმელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები