LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანულის სკვერში,ლეიბორიტული პარტიის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ დროშები ჩამოხსნეს, რასაც  დაპირისპირება მოჰყვა

211
Untitled

ლეიბორიტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წამომადგენლებმა, გლდანულაში, ერთ-ერთ პარკში „ქართული ოცნების“ დროშების ჩამოხსნა სცადეს, რასაც მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

„ზონდერებმა” დაიწყეს უკვე წინასაარჩევნოდ განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანისთვის ხელის შეშლა, აგრესია, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ჩვენ აქ ვართ მოსულები იმისთვის, რომ ჩამოვხსნათ დროშები, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ არის განთავსებული. ქალაქის ბიუჯეტიდან, ჩვენი ჯიბის ფულიდან „ ქართული ოცნება“ იკეთებს საკუთარი თავის პიარს”. – აცხადებს აქციის მონაწილე.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. დაკითხვაზე სამი ადგილობრივი და “ლეიბორისტული პარტიის” ორი წევრი გადაიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები