LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: მიშას კუნთები ატროფირებული აქვს, ისედაც საკმარისი დიაგნოზი ჰქონდა, მაგრამ კიდევ დაემატა

258
giuli-alasania.png

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია.

როგორც ის განმარტავს, შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ კუნთები ატროფირებულია.

“კუნთები მართლაც ატროფირებულია, ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალით. იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული. ისედაც საკმარისი დიაგნოზი ჰქონდა, მაგრამ კიდევ დაემატა, დამატებითი დიაგნოზები. ჩამოდიან ექიმები უცხოეთიდან და ვნახოთ, დასკვნები როგორი იქნება. იმედია, იმ დასკვნებზე დაყრდნობით დაინიშნება პროცესი და შემდეგ უკვე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”, – აღნიშნა გიული ალასანიამ „მთავარ არხთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g