LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირგვლიანის საქმე ახლა კი არა, ნაციონალების დროს არ გამიპრავებია! – ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა

186
BeFunky-collage (4)

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გუშინ მის მიერ გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებას აქვეყნებს.

“ძალიან ვნანობ გუშინდელი პოსტი რომ წავშალე. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი და პირადი პრობლემის გამო ვერ მოვახერხებდი ნახევარ საათში დამატებული 437 ფოლოვერის მოგერიებას.

ყოველთვის ვწერ იმას რასაც ვფიქრობ და შესაბამისად არ მჩვევია პოსტების წაშლა. ამ შემთხვევაშიც ასეა და
დღეს უფრო ვრცლად ავუხსნი ადამიანებს ამ ორ მძიმე ფაქტს შორის ტოლობის ნიშნის დასმის საშუალება რომ აღარ მივცე.

სტატუსი იყო და არის მათთვის, ვინც ამბობს რომ გიორგის ამბავი უბედური შემთხვევაა

გიორგის მძიმე მოტეხილობები აქვს, მათ შორის თავის ქალის . აღენიშნება თვალბუდეების ტრამვა. პროკურატურაც კი ამბობს რომ ძალადობის დროს გამოყენებულია რკინის შტირები.

ეს, სახელწმიფოსთვისაა პრობლემა, როცა მოძალადე პოლიციელია, თორემ მსხვერპლისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ მისდევს და საბოლოოდ სიცოცხლეს ვინ უსპობს – მელნიკოვი, რომელთანაც ამ ხელისუფლებამ საპროცესო გარიგება გააფორმა და ბედნიერად ცხოვრობს, თუ კრიმინალი სპორტსმენი.

ორივე შემთხვევაში ინსტინქტი შიშია, რომლისგანაც თავდაცვის და გადარჩენითვის გარბიხარ.
რაც შეეხება გაქცევას, სწორედ მურუსიძის სასამართლოს საქმეში წერია, რომ გირგვლიანმა გაქცევა მოახერხა და ხევში გადაიჩეხა.

სტრასბურგმა, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოს უნდა გამოეძიებინა მაღალჩინოსნების კავშირი საქმესთან, რომ დამნაშავეებს სასამართლომ არ მიუსაჯა ადეკვატური სასჯელი. რომ არ ჩამოვთვალო სრულად გაითვალისწინეს ადვოკატ შავგულიძის მოთხოვნა, რომელსაც დღეს მტრად თვლით და მურუსიძეს მოყვრად.

გირგვლიანის საქმე ახლა კი არა, ნაციონალების დროს არ გამიპრავებია! განსხვავებით თქვენი უვადო მოსამართლე მურუსიძისგან, რომელმაც მთლიანად გარეცხა სამართლებრივად ეს საქმე. რადგან თქვენმა ხელისუფლებამ მურუსიძის უვადო მოსამართლედ არჩევა მოახერხა , თქვენი პროტესტები არაგულწრფელი და შერჩევითია.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები