LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩს” ჯიბღაშვილის გათავისუფლების შემდეგ კითხვები აქვს

256
ლევან-ჯიბღაშვილი

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ლევან ჯიბღაშვილის შემდეგ, მსგავსი ტიპის დანაშაულზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას ითხოვს.

„გირჩს“ ამ თემაზე პროკურატურასთან და სასამართლოსთან კონკრეტული შეკითხვები აქვს და მათგან ინფორმაციას ელოდება.

„გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა მსახიობი და ბიზნესმენი ლევამ ჯიბღაშვილი, რომელსაც ავტომანქანაში აღმოუჩინეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება, თუმცა არც ერთ ნიუსში, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა არ იყო მიითებული, ზუსტად რა ნივთიერებები და რა ოდენობით იქნა აღმოჩენილი.

თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებისას ლევან ჯიბღაშვილი ხმამაღლა ითხოვდა დახმარებას კახა კალაძისგან“, – წერს „გირჩი“.

პოლიტიკური პარტია ჯიბღაშვილს განთავისუფლებას ულოცავს და ამ შემთხვევის გამოყენებას სხვა ადამიანების გასათავისუფლებლად ეცდება.

„გირჩის“ კითხვები შსს-ს, პროკურატურას და სასამართლოს:

 

  1. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გვაინტერესებს რა ოდენობის და რა სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული?
  2. პროკურატურისგან გვაინტერესებს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო (260-ე მუხლი) ბრალდებული პირების წინააღმდეგ რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?
  3. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ჯგუფის იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის, რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?
  4. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ან ნაკლები ოდენობის იგივე ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ ადამიანს მიესაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პატიმრობა?
  5. სასჯელ აღსრულების სამინისტროსგან გვაინტერესებს რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის?

„გირჩი“ მიიჩნევს, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია, რათა შერჩევითი სამართლიანობის საფუძვლიანი ეჭვი გამოირიცხოს. „ მით უმეტეს არსებობს ინფორმაცია, რომ დაზარალებული დაკავებისას ითხოვდა დახმარებას მაღალი თანამდებობის პირისგან, ქალაქის მერისგან. ჩვენ არ გვგონია პრობლემა ის, რომ ქალაქის მერი დახმარებოდა ბატონ ლევანს, თავისუფლების ყიდვაში, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ გვგონია სამართლიანი ამ დანაშაულის გამო ადამიანის ტყვეობაში ყოფნა. თუმცა გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ უამრავი ადამიანი იგივე ,,დანაშაულის“ გამო დღესაც გვიზის საპყრობილეში“, – წერს „გირჩი“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები