LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩმა” ეგზიტპოლის შედეგები გამოაცხადა

203
hermaniiiko

“გირჩის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბრიფინგზე “გირჩის” ჩატარებული ეგზიტპოლების შესახებ ისაუბრა.

ჰერმან საბომ აღნიშნა, “განსაკუთრებული მეთოდოლოგია არ აქვს” და არც ის იციან, რამდენპროცენტიანი იქნება ცდომილება საბოლოო შედეგებთან.

საბოს განცხადებით, სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ მათი პარტიის შედეგები გამოაცხადონ. მისივე თქმით, სულ 1700 კაცი გამოკითხეს.

როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, „გირჩის“ კანდიდატმა არჩევნებში ხმების 15.86% მიიღო.

“თუ ეს რეალური პროცენტია, ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „გირჩმა“ გააორმაგა შედეგი”, – თქვა საბომ.

მისივე თქმით, ამავე ეგიზტპოლის მიხედვით, პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა და მეორე ტურში გადავიდნენ შავგულიძე და კახაძე.

შედეგების გამოცხადებამდე საბომ აღნიშნა, რომ მათ მოხალისეებთან ერთად გადაწყვიტეს აეწყოთ “კუსტარული” კვლევითი ორგანიზაცია, ამაში დაიხმარეს მხარდამჭერი, რომელსაც გამოცდილება აქვს კვლევით საქმიანობის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები