LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩი” მოქალაქეებს ხმის სანაცვლოდ გარკვეულ ანაზღაურებას სთავაზობს

311
jafaraaaaa

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვას იწყებს, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტიის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ხმებს ისინი თავიანთი კრიპტოვალუტით GeD-ით იყიდიან. მისივე თქმით, პარტია კრიპტოვალუტას გადაუხდის მათ, ვინც მათი მაჟორიტარი კანდიდატის, ჰერმან საბოს მხარდასაჭერად მთაწმინდაზე გადაეწერება ან არჩევნების დღეს მათ დამკვირვებლად იმუშავებს.

“ვაცხადებთ მზაობას, რომ 100 მილიონი GeD, ჩვენი ციფრული ვალუტა გავანაწილოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ხმას მოგვცემენ ან აქტიურად ჩაერთვებიან საბოს მხარდაჭერის მობილიზებაში”, — აღნიშნა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, თითოეულ ხმაზე პარტია 50 დოლარის ეკვივალენტის 5 000 GeD-ს გასცემს, რაც მომავალში 5 000 დოლარის შეესაბამება. კრიპტოვალუტის მისაღებად კი ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს ბიულეტენის ფოტო, სადაც “35” იქნება შემოხაზული.

ჯაფარიძის განმარტებით, 50 „ელექტრონულ ჯეტს“ მოქალაქე ორი დანიშნულებით გამოიყენებს –  „ჯეტის“ მფლობელი მოქალაქე ხდება „გირჩის“ ორგანული ნაწილი და შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს „გირჩში“ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ შორის 2020 წლის საარჩევნო სიის ფორმირებაში.

“დაგროვილი GeD-ებით ნებისმიერი მოქალაქე ხდება გირჩის ორგანული ნაწილი და ეძლევა საშუალება მიიღოს მონაწილეობა გირჩში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესში. მეორე დანიშნულებაა, მიიღოს მონაწილეობა გირჩის მიერ დაგეგმილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

https://www.facebook.com/GirchiParty/videos/569622790113380/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები