LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვითარების მსხვერპლია…გვეგონა, რომ ხორავას ტრაგედიის შემდეგ ეს დასრულდებოდა – გარდაცვლილის ბიძა

11528
BeFunky-collage (2)

“გიორგი ვითარების მსხვერპლი გახდა. რომც არ აღმოჩნდეს, რომ მის გარდაცვალებაში კონკრეტულ პირს აქვს მონაწილეობა მიღებული, ეს ხომ ზოგადმა ძალადობრივმა გარემომ განაპირობა…”- ეს განცხადება 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ, “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა. მირიან ნიკოლაძე სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს.

“გვეგონა, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ ეს დასრულდებოდა, მაგრამ არაფერი მსგავსი არ ხდება. ჩვენი შვილების ტრაგედიით ცხოვრებას გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ იქნება საზოგადოების დაკვეთა, რომ… ვდგავართ და შსს-ს, პროკურატურას თუ სხვა უწყებებს ვუყურებთ გახსნიან თუ არა ისინი დანაშაულს, იმაზე უნდა ვიფიქროთ დანაშაულის პრევენცია და მისი მინიმუმადე დაყვანა როგორ მოხდეს.

30 წელია ვუყურებ იგივეს, რომ განათლების სისტემა არც ერთ ხელისუფლებას აინტერესებს. ვინ უნდა ასწავლოს ბავშვს რომ ძალადობა ყველაზე დიდი სირცხვილია? რა თქმა უნდა, განათლების სისტემამ, ჩვენ ყველა ვერთვებით ხოლმე იმაზე გაიხსნება თუ არა დანაშაული, ეს ზედნაშენი პრობლემაა და არა პირველადი, პირველადია პრევენცია”, – აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა.

"თითქმის არავინ ამ ქვეყანაში მაგალითს არ აძლევს შვილების თაობას, როგორ, ან რატომ უნდა დაინდონ სხვა"

"მხოლოდ ფბ-ცხოვრების ყურებაა საკმარისი...და ასე ვგლოვობთ ყოველ მეორე დღეს მოკლულ ბავშვებს."

4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში გუშინ იპოვეს.

პირველადი ექსპერტიზით ცხედარს აღენიშნება დაზიანებები, თუმცა ჯერ ოჯახს უჭირს დასკვნის გაკეთება რამ გამოიწვია ეს დაზიანებები და შემდგომ ექსპერტიზას ელოდება.

გამოძიება ცდილობს დაადგინოს უკავშირდება თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალება მოზარდებს შორის მანამდე მომხდარ დაპირისპირებას.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/285819952565147/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები