LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

83
ce4937d7451a652ce78407c67c7a267e

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ წევრმა სერგო ჩიხლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „გიორგი ვაშაძემ ტესტი ჩაიტარა როგორც PCR ტესტირება, ასევე ტესტირება ანტისხეულებზე. პასუხი არის უარყოფითი.

მისი თქმით, ასევე შედგენილია 87 კაცის სია, რომლებსაც გადაკვეთა ჰქონდათ თაკო ჩარკვიანთან. როგორც სერგო ჩიხლაძე აცხადებს პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

„კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტუდა. თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.

როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ის და ლევან გოგიჩაიშვილი ერთ-ერთ გადაცემაში ერთად იმყოფებოდნენ. აღნიშნულის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები