LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა

124
charkviani da giorgi

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერი გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაშია.

გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „კანონი და სამართალის“ ერთ-ერთ ლიდერთან, თაკო ჩარკვიანთან, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოლოს 12 დღის წინ ჰქონდა კონტაქტი.

„ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა, მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ.

მიუხედავად ამისა, ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი; პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში. თაკოსთან ყველა კონტაქტში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან. იმედი მაქვს, იქნება საკმარისი მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის”, – წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში. 

„ტვ პირველში გამიკეთეს მიკროფონი, რომელიც მას ეკეთა” – ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ COVID-19 ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო

შეგახსენებთ, „კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტუდა. თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები